ნანუკა ჟორჟოლიანს ნიკო გომელაურის ქალიშვილი, ტასო (ანასტასია) ესტუმრა და მამის შესახებ ისაუბრა.
„მამის გარდაცვალება ძალიან გვიან გავიაზრე, ალბათ, ცოტა ხნის წინ. 9 წლის მერე მივხვდი. მანამდე დაბლოკილი მქონდა ეს ფიქრები. მგონია, რომ ქვეცნობიერში ხდებოდა ეს ყველაფერი, თავისით. არ ვაღიარებდი, რომ არ არის… თერაპიაზე რომ დავდიოდი და ვესაუბრე ამ ადამიანს, მან მიმახვედრა, რომ ეს აზრი მქონდა დაბლოკილი…
ნიკომ დაგვიბარა, მე მოგეცით თქვენ გვარი, როგორც ბრენდი და ახლა თქვენ იცითო. ბოლოს წინა დღეს გვითხრა ეს…“