LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა ვუშველოთ შხამის მსროლელ ხალხს?!. ზოგი ამით თავს იწონებს, რადგან სხვა აღიარება არა აქვს…“ – ფსიქოლოგი ლიკა ზონდლერი გვირჩევს, როგორ გავუმკლავდეთ ნეგატივის გამავრცელებელ ადამიანებს

229
ლიკა ზონდლერი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ფსიქოლოგი, ლიკა ზონდლერი გვიზიარებს საკითარ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ შხამიან ადამიანებს:

„რა ვუშველოთ შხამის მსროლელ ხალხს?!. ზოგი ამით თავს იწონებს, რადგან სხვა აღიარება არა აქვს. მაგალითად, ლამაზი კაბა იყიდე, შხამის მსროლელის რეპლიკა იქნება, სად იყიდე ეგ კაბა, ძონებში? ანუ გაგიბანძა კაბა, რადგან იმ მომენტში საკუთარი თავის მნიშვნელობა დაინახოს. ანდა კარგი სამსახური დაიწყე, გიხარია, სიხარულით ჰყვები, მისი რეპლიკა იქნება ასეთი, ჯერ მიდი, იმუშავე და მერე გიხაროდეს. ამით გიუფასურებს შენს სიხარულს. ვინც შხამს ისვრის სხვის მიმართ, ზუსტად ისევე ექცევა საკუთარ თავსაც. ერთადერთი რეაქცია, რაც მის მიმართ შეიძლება გქონდეს, ეს არის შეცოდება და სიბრალული. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება უთხრა, რომ რა არის ეს, რა რეპლიკაა, მაგრამ მისი პასუხი იქნება, რა იყო, გეხუმრე, რა ყველაფერს სერიოზულად იღებ? უმეტესად, ასეთ წინადადებებს ამბობენ შხამის მსროლელი ადამიანები. ჩემი თხოვნა იქნება, რომ შხამის მსროლელის მიმართ გქონდეთ ერთადერთი შეგრძნება, შეცოდების, რადგან მას თავისი თავი გასჭირვებია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g