სალომე ბაკურაძემ საახალწლო ღონისძიებაზე საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართა.
ვიდეოს „ქვევრი“ გვიზიარებს.
„სიყვარული რომ მარადიულია ეს ხომ გვახსოვს? რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში სიყვარული ყოველთვის რჩება. მე ეს სიმღერა, რომელიც ახლა უნდა ვიმღერო, ჩემს მეუღლეს მივუძღვენი და მე მინდა, რომ თქვენს საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ ჩემგან, ჩაეხუტოთ, მოეფეროთ და იყოთ ძალიან ბედნიერები,“ – აღნიშნა სალომე ბაკურაძე.
