მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „შუადღე“, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
მომღერალი ამბობს, რომ იმის გამო, რა მოვლენებიც ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ვითარდება, სიმღერის განწყობა არ აქვს. ტატიშვილის განცხადებით, უკვე ხუთი თვეა არ უმღერია:
„რაც ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ შემოიტანა, საერთოდ არ მიმღერია, მარტის მერე 5 თვეა, განწყობა მქონდა რომ არ მემღერება და რა ვქნა. თუ არ გემღერება, მაშინ ყველაფერს აფუჭებ და მაშინ მომღერალი აღარ ხარ და ახლა რა უბედურებაც გვჭირს ეს კიდევ ცალკე ტრაგედიაა და საერთოდ რა სიმღერაზეა საუბარი, ყველას დეპრესიული მომენტები გვაქვს, დარბევები, წამება, დაჭერები…“- განაცხადა მომღერალმა.
სახლშიც ვერ ვღიღინებ, იმდენად არ მემღერება" – ნოდიკო ტატიშვილი"რაც ეს რუსული კანონი მეორედ შემოიტანეს, იმის შემდეგ, უკვე 5 თვეა კონცერტზე არ მიმღერია… სახლშიც ვერ ვღიღინებ, იმდენად არ მემღერება" – ნოდიკო ტატიშვილი
Posted by შუადღე Live • Shuadge Live on შაბათი, 21 დეკემბერი, 2024