LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რაც ტუჩები გავიკეთე, ზედა ყბა და ცოტა ცხვირიც გავისწორე, არც სათვალის გარეშე გასვლა მრცხვენია გარეთ და არც ვიდეოებში გამოჩენა… მე ვარ თავდაჯერებული ქალი!“ – მარიამ ტატანაშვილი „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობს

2312
მარიამ ტატანაშვილი

მარიამ ტატანაშვილი, რომელმაც ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო და რომელსაც თითქმის მთელი საქართველო იცნობს გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია.

მარიამმა გადაცემაში უპასუხა კითხვას: კოსმეტოლოგი, რომელმაც თავდაჯერებულობა დაგიბრუნათ, ბიზნესის წამოწყებაში დაგეხმარათ?

ვიდეო: „როდესაც გამომწერეს და მნახეს ყველა გაქრნენ. მიზეზები არ ვიცი, ვეკითხები მაგრამ არ აქვთ პასუხები“ – მარიამ ტატანაშვილი „იმედის“ ეთერში თავისი მძიმე ავარიის ამბავს გვიყვება

„დიახ. ავარიაში რომ მოვყევი და დავკარგე ის, რასაც ვერ ვაფასებდი, მერე მივხვდი, რომ ნამდვილად ლამაზი ვიყავი. ავარიის შემდეგ, კომპლექსების დიდი თაიგული მაქვს.

ავარიის შემდეგ სახეს თითებით ვიმოწმებდი, მერე ვიჯექი და ვტიროდი.

დედა მატყუებდა ხოლმე, რომ მაინც ყველაზე ლამაზი ვიყავი.

ბოტოქსები და ფილერები ძალიან მიყვარს.

ვინაიდან და რადგანაც მხედველობა არ მაქვს და დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებ, ვიფიქრე, რომ სახლში რაღაც უნდა მეკეთებინა, რაც შემოსავალს გამიჩენდა და აღარ ვიქნებოდი დედაჩემის და მამაჩემის კმაყოფაზე. გადავწყვიტე დამემზადებინა სახის მოვლის კრემები. თამთასთან გავიარე ბევრი ინფორმაცია, რაც მაინტერესებდა კოსმეტოლოგიაში. ყველაფერზე ვწერ თამთას და მალე, ჩემი ტუჩის დამატენიანებლები თამთასთან გაიყიდება კლინიკაში.

დღეს უკვე ვთვლი, რომ ლამაზი ვარ. რაც ტუჩები გავიკეთე, ზედა ყბა და ცოტა ცხვირიც გავისწორე, არც სათვალის გარეშე გასვლა მრცხვენია გარეთ და არც ვიდეოებში გამოჩენა. გარეთ გამოვდივარ, მე ვარ ქალი, თავდაჯერებული… რომ არ გადარდებს, თმა თუნდაც გაჩეჩილი გქონდეს, სახე გაქვს მაგრად და აქ დამთავრდა“, – აცხადებს მარიამ ტატანაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g