შოთა არველაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება და მედიასთან საუბრისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
მისი თქმით, ამ ქვეყანას მშვიდობა და საღი აზრი სჭირდება.
„რაც უფრო მეტ შველას და ადამიანობას ვითხოვთ, მით უფრო სისასტიკე მოდის [მთავრობისგან] პასუხად, ნეტა სად არის ამ სისასტიკის ზღვარი. ამ ქვეყანას მშვიდობა და საღი აზრი სჭირდება, რაც სისასტიკით და წიხლების ქნევით არ გამოიხატება“, – ამბობს შოთა არველაძე.