LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რაც უფრო მეტ წარმატებას ვაღწევ, მით უფრო მეტი „ჰეითერი“ მიჩნდება, მე ყველა მიყვარს, ისინიც, ვინც მლანძღავენ… ახლა ვიმყოფები ლოს-ანჯელესში, ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლითაც ბავშვობიდან ვოცნებობდი“ – ნუცა ბუზალაძე

244
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამჟამად ლოს-ანჯელესში იმყოფება, სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

ნუცა ბუზალაძე საკუთარ გამომწერებს უზიარებს რჩევებს, იმისათვის, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესი გახადონ.

„თუ არ გვაქვს მადლიერების შეგრძნება იმის მიმართ, რაც გვაქვს და რაც გვექნება მომავალში, სამწუხაროდ, იმასაც ვკარგავთ, რაც გვაქვს, ამიტომ ყოველი დილა უნდა დაიწყოთ მადლიერებით და ჩამოწეროთ სამი რამ, რისთვისაც მადლიერები ხართ. ეს გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე – ახლა ვიმყოფები ლოს-ანჯელესში, ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლითაც ბავშვობიდან ვოცნებობდი.

ძალიან ბევრი მიშრომია და დღემდე ვშრომობ, ამ ყველაფერთან ერთად, რაც უფრო მეტ წარმატებას ვაღწევ, მით უფრო მეტი „ჰეითერი“ მიჩნდება, მაგრამ არა უშავს.

ჩემს ენერგიაზე და ჩემს სიხშირეზე ყოველთვის ვმუშაობ – ყოველთვის ვცდილობ, არ ვიფიქრო ნეგატიური აზრები, არავის მიმართ. მაგალითად, როცა მე დამინახავთ და ფიქრობთ: „ეს გოგო არ მომწონს“ ან „უი, რა კარგი გოგოა“ – ეს ყველაფერი ხდება თქვენში, ამას განიცდით თქვენ.

საბედნიეროდ, მე ყველა მიყვარს, ის ადამიანებიც მიყვარს, ვინც მლანძღავს, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს ენერგიაზე, რომელიც ძალიან ძლიერია და რომელსაც უფრო ვაძლიერებ სიყვარულით, ყოველდღე ვარჯიშით და ლოცვით.

თუ ამას არ აკეთებთ, აუცილებლად დაიწყეთ – ყოველდღე მადლიერება, ვარჯიში და ლოცვა“ – ამბობს ნუცა ბუზალაძე ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g