LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რაღაც განსაკუთრებული ძალა მქონდა, მართლა ბედისწერა იყო… რამდენიმე მეტრი კიდევ რომ წაეღო წყალს, ვეღარ გადარჩებოდა… ფულადი ჯილდო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს გადავეცი“ – ბიჭი, რომელმაც ადამიანი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა

545
მახო პარკაძე

თათია სულუაშვილის გადაცემა „თათიას გმირები“ მახო პარკაძეს ესტუმრა, რომელმაც ადამიანი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა.

„თავიდან რომ დავინახე, მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ გადავარჩინო მეთქი. მაგ დროს რაღაც განსაკუთრებული ძალა მქონდა, რადგან დინებამ წაგვიღო ორი ადამიანი, ორივე მძიმეები ვიყავით და თან ცალი ხელით გამოვიყვანე ნაპირზე. მართლა ბედისწერა იყო… მის ძმას შევხვდი მერე და საავადმყოფოში უთხრეს, რომ რამდენიმე მეტრი კიდევ რომ წაეღო წყალს, ვეღარ გადარჩებოდა… ბევრი სისხლი დაკარგა.

პირველი დედაჩემს და ჩემს ძმას დავურეკე ავსტრიაში. მადლობა, რომ ცურვაზე შემიყვანე მეთქი.

პრეზიდენტის ჯილდოს მოჰყვა ფულადი ჯილდო. თავიდანვე უარი განვაცხადე, მაგრამ სხვისთვის გადაცემა არ შეიძლებოდა, მე უნდა ამეღო. გავარკვიე ვისთვის შემეძლო თანხის მიცემა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს გადავეცი“, – აცხადებს მახო პარკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g