სოციალურ ქსელში ვრცელდება ამონარიდი სოფო შევარდნაძის ინტერვიუდან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არის გადაღებული.
სოფო შევარდნაძე:
რატომ არ მიულოცეთ ზელენსკის, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა?
ვლადიმერ პუტინი:
ამ დრომდე აგრძელებს გარკვეულ რიტორიკას, გვეძახის აგრესორებსა და მტრებს. უნდა ჩამოყალიბდეს, რისი მიღწევა სურს. ჩვენ კონტაქტებისგან თავს არ ვიკავებთ, გავაგრძელებთ მუშაობას.
სოფო შევარდნაძე:
დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ხართ, ისიც დიდი რეიტინგით მოვიდა უკრაინის პრეზიდენტად, ძალიან უყვართ თავის ქვეყანაში. თქვენ არ გაქვთ ურთიერთობების ისტორია. ერთმა პატარა ჟესტმა შეიძლება, მოვლენათა სვლა სრულად შეცვალოს. რატომაც არ უნდა შეხვდეთ მას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე?
ვლადიმერ პუტინი:
მე როდისმე უარი ვთქვი? არავის შემოუთავზებია…
სოფო შევარდნაძე:
მზად ხართ მასთან შესახვედრად?
ვლადიმერ პუტინი:
მომისმინეთ… არ ვიცნობ ამ ადამიანს. იმედი მაქვს, როდისმე შევხვდებით. როგორც ჩანს, იმ სფეროში, სადაც აქამდე მუშაობდა, კარგი სპეციალისტია, ის კარგი მსახიობია. სერიოზულად ვლაპარაკობ და ხალხი იცინის… მაგრამ ერთია, როცა ვინმეს როლს ასრულებ და მეორეა, როცა ის ხარ თავად. თამაშისთვის ტალანტია საჭირო. ბევრი ტალანტია და მათ შორის ერთი გარდასახვის უნარია, შეგიძლია ათ წუთში ერთხელ იცვალო ამპლუა და ყველგან უნდა იყო დამაჯერებელი. სახელმწიფო საქმეების წარმართვისთვის სხვა უნარებია აუცილებელი – გარკვეული გამოცდილება და ცოდნა, უნდა იცოდე მთავარი პრობლემების ნახვა, მათი გადაჭრის ინსტრუმენტების მონახვა, ერთ გუნდში მცოდნე ადამიანების შეკრება და მათთვის თავისუფლად ქმედების შესაძლებლობისა და გადაწყვეტილებების შეთავაზების საშუალების მიცემა, მათი შემოთავაზებული გადაწყვეტის გზებიდან საჭიროს ამორჩევა, მილიონი ადამიანებისთვის გადაწყვეტილებების მიღებისას მათი ახსნის შესაძლებლობა უნდა გქონდეს და ასევე სიმამაცე, რომ ამ გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების გამო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეგეძლო. არ ვამბობ, რომ ზელენსკის ეს თვისებები არ აქვს – შესაძლოა, გამოცდილება არ ჰყოფნის, მაგრამ ის მალე მოდის, თუ სხვა უნარები, რომლებიც ჩამოვთვალე, აქვს, მაგრამ მე ეს ჯერ არ ვიცი, არანაირად არ გამოუვლენია თავი. ჯერჯერობით ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინეთ მისგან, წინასაარჩევნო კამპანიისას – ერთი, არჩევნების შემდეგ – სხვა. არ ვამბობ, რომ თავისი გამონათქვამებით ყველაფერი გააფუჭა. ჯერ ეს უნდა ვნახოთ…