აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის – „პროექციის“ ერთ-ერთ გასული ეპიზოდის სტუმარი მომღერალი, ნატალია ქუთათელაძე იყო.
გადაცემაში ნატალიამ წამყვანთან ერთად ისაუბრა სხვადასხვა საინტერესო თემაზე, მათ შორის ბავშვის აღზრდის მეთოდებსა და შვილის აღზრდის პროცესში მშობლების როლების გადანაწილებაზე.
„ჩემი ძალიან მოკრძალებული აზრით, ვფიქრობ, რომ შვილის გაზრდა უნდა ისწავლებოდეს, რადგან არის რაღაცები, რაც არ ვიცით, არ იცოდა ჩვენი მშობლების თაობამ და მათი მშობლების თაობამ. ყველა მშობელს უყვარს საკუთარი შვილი და ყველას უნდა მათთვის საუკეთესო – ამას ცოდნა უნდა“, – აღნიშნა ნატალია ქუთათელაძემ.
ამასთან მომღერალმა, ბავშვების აღზრდის პროცესში მამების მონაწილეობაზე საუბრის დროს თქვა:
„დღეს უკვე მგონია, რომ ამაზე საუბარიც უხერხულია, რას ჰქვია, მარტო დედის არის შვილი? მარტო ჩემია? როგორც ჩემია, ისე მამის არის და ვინაწილებთ… მე კი არ მეხმარება, თვითონ ზრდის თავის შვილს, ბავშვს ერთად ვზრდით“, – აღნიშნავს ნატალია ქუთათელაძე.
ნატალია ქუთათელაძის ოჯახური იდილია – რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი
ფოტო: ნატალია ქუთათელაძე ვაჟთან ერთად – დედა-შვილის არდადეგები