LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რას ნანობენ ონკოლოგიური პაციენტები ყველაზე მეტად, რამაც შესაძლოა ბევრი რამ გვასწავლოს – „ადამიანს, რომელიც გიყვარს, დღეში 100-ჯერ უნდა უთხრა, რომ გიყვარს, 100-ჯერ უნდა ჩაეხუტო, მოეფერო, ბოდიშიც მოუხადო“ – რას ამბობს ონკოჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე

372
ნინო შარაშენიძე

სამედიცინო პოდკასტის, Radvision-ის გასულ ეპიზოდს ონკოჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე სტუმრობდა.

პოდკასტში ექიმმა ჰემატოლოგმა საკუთარ სამედიცინო გამოცდილებაზე ვრცლად ისაუბრა და პაციენტებთან დაკავშირებული ემოციური ისტორიები გაიხსენა.

ნინო შარაშენიძემ ასევე ისაუბრა, თუ რას ნანობენ ონკოლოგიური პაციენტები ყველაზე მეტად.

„[ნანობენ დროს] რომელიც არ გაატარეს ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, დრო, რომელიც არ მოახმარეს საკუთარ თავს, იყო თავდახრილი შრომა, დაუსრულებელი მომავალი: „ხვალ გავაკეთებ, ზეგ გავაკეთებ, ერთი წლის შემდეგ გავაკეთებ“… წვრილმანები, რომლებიც ცხოვრებაში გამოტოვეს, გამოტოვეს, როგორ აიდგა მისმა შვილმა ფეხი და ა.შ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამას ტოვებენ და ამაზე ძალიან ჯავრობენ.

სულ ვამბობ, არ არსებობს ამ ქვეყნად მატერიალური ღირებულება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ჯანმრთელობა. ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი ხდება არაფერი.

ადამიანს, რომელიც გიყვარს, დღეში 100-ჯერ უნდა უთხრა, რომ გიყვარს, 100-ჯერ უნდა ჩაეხუტო, მოეფერო, ბოდიშიც მოუხადო, არ დაგირეკა? შენ დაურეკო“, – აღნიშნავს ნინო შარაშენიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g