„შუადღეში“ სიყვარულის თემაზე საინტერესო დიალოგი გაიმართა.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა აღნიშნა, რომ მამაკაცები დღეს ნაკლებად ეძებენ სერიოზულ ურთიერთობებს:
„შეიძლება, ასაკიანი ვარ და ასე გამომივიდეს, ახლანდელი თაობა ვახსენეთ და ჩემი წარმოდგენა სიყვარულზე ძალიან რეალური. რასაც ვუყურებ, ძალიან ბევრ ფეიქ ურთიერთობას ვხედავ. მოსწონხარ, მეგობარი ხარ, ძმაკაცი ხარ, იდეალურები ხართ ერთმანეთისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში თუ მიდის ეს ყველაფერი სერიოზულობისკენ და გადაწყვეტილებისკენ, ამბობს, რომ სერიოზულ ურთიერთობას არ ეძებს…“
მალხაზ ქვრივიშვილმა ნინუცას ამ მოსაზრებას ასე უპასუხა:
„ ეს არის შიში. მამაკაცს აქვს ეს მომენტი. მეც მქონია ეს მომენტი… კი არ ვგიჟდებოდი ცოლის მოყვანაზე. პროტესტი მქონდა ცოლის მოყვანაზე. მთავარი იყო, რომ ქალთან ამეწყო ურთიერთობა. მერე აუცილებელი ხდებოდა ცოლად მოყვანა, რადგან იმ ქალს იარლიყი არ მიწებებოდა. დღეს ასე უკვე აღარ არის. “