ლიზა ბაგრატიონი „იმედის დღესთან“ იხსენებს, რომ მკაცრი მშობლები ჰყავდა, მამა მხოლოდ ბახუსის ქვეშ მყოფი ეფერებოდა, ხოლო დედისგან „გენაცვალოს დედა“ არასდროს გაუგია:
„დედაჩემს დღემდე ვსაყვედურობ ამის გამო, იმიტომ, რომ მოფერება არ იცოდა. დღესაც ასე მეფერება. ერთხელ ხომ შეიძლება, „დედა გენაცვალოს“ გეთქვა-მეთქი. მამაც რაღაც ასაკამდე ძალიან მკაცრი იყო და მხოლოდ ნასვამობის შემთხვევაში გვეფერებოდა შვილებს, მაგრამ მყავდა ბებია, დედაჩემის დედა, ქალბატონი მარიამ ჩხეიძე და თუ ბებია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ზუსტად ასეთი იყო. ის იყო სულ ჩემს მხარეს და სულ მეფერებოდა… რაღაც დონეზე თვითშეფასება თუ მაქვს, ეს ბებიის დამსახურებაა..“