LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატი დურგლიშვილის რეაქცია, როცა წლების წინ გადაღებული კადრები ნახა: „რანაირად მოვწონდი ამ დროს ვინმეს?“

1342
BeFunky-collage (2)

12 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დუეტი „ჯორჯია“ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტს გამართავს.

რატიმ და მაკამ სოლო კონცერტის მოსამზადებელ პერიოდზე, „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სოლო კონცერტი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რის გამოც, აქტიურ სამზადისში არიან.

„მეგა ვარსკვლავი გვეყოლება – ლელა წურწუმია.. ეს იქნება ახალი სიმღერა, სრული ვერსია საახალწლო პერიოდში გაჟღერდება“ – „დუეტი ჯორჯია“ სოლო კონცერტისთვის ემზადება

„ჩემს ჩაცმულობაზე ლელამ იზრუნა, რომელმაც უძვირფასესი – ელი სააბის ქსოვილი მაჩუქა კაბის შესაკერად, მერე კი, მეც და რატისაც დიეტის დაცვა გვაიძულა” – მაკა ზამბახიძე

გადაცემის მსვლელობისას, დაახლოებით 10 წლის წინ, დუეტ „ჯორჯიას“ სხვადასხვა კონცერტზე გამოსვლის კადრები აჩვენეს, რაზედაც რატი დურგლიშვილმა ემოციები ვერ შეიკავა.

„არც მახსოვდა, ამ პერიოდში რომ ვუყურებ ჩემს თავს, იცით, რა მაინტერესებს, რანაირად მოვწონდი ამ დროს ვინმეს?“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g