LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რატო არა ვარ მზად?.. მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის“ – გრეტა წიწავას პასუხი კითხვაზე, არის თუ არა მზად სანქციებისთვის

152
გრეტა წიწავა

აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის დაანონსებულ ახალ პოლიტიკას „ქართული ოცნების“ დეპუტატი გრეტა წიწავა ეხმაურება და ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მზად სანქციებისთვის, შემდეგნაირად პასუხობს:

„რატო არა ვარ მზად?.. გამაოგნებელი იყო [ენტონი ბლინკენის განცხადება] ნამდვილად, როდესაც ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი მეორე ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან არჩეულ დეპუტატს მიუთითებს, თუ რა კანონი უნდა მიიღოს. მეორე უფრო შემაშფოთებელი იყო, როდესაც ოჯახის წევრების, კარის მეზობლების დასანქცირებაზე იყო საუბარი… მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის… ნუ, ოფიციალური ვიზიტი თუ არის მაშინ [ვმოგზაურობ]… არ არის პრობლემა, თუ ჩემი ქვეყნის და ჩემი ოჯახის სიყვარულის გულისთვის ვინმე მასანქცირებს, დამასანქციროს“, – აცხადებს გრეტა წიწავა BMG-თან საუბრისას.

პოპულარულები