LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ არ ცხოვრობენ ერთად მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი – მარიამი „ინსტაგრამ“ გამომწერების კითხვებს პასუხობს

21530
მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილის, იტალიელი დირიჟორის, კარლო პონტის მეუღლე, მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ხშირად გვიზიარებს, პირად ფოტოებს თუ ვიდეოებს. 

ვიდეო: „თქვენი შვილი საქართველოში იცხოვრებს და ისწავლის“ – მარიამ შარმანაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს

მარიამი „ინსტაგრამის“ გამომწერებს Ask me a question-ის საშუალებით ესაუბრა და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები გაუზიარა, რომლითაც გამომწერები დაინტერესდნენ.

– „რატომ არ ხართ ქმართან ერთად?“

„ასეთი მესიჯები საკმაოდ ხშირია. ადამიანებს უკვირთ, თუ რატომ არის კარლო სხვა ქვეყანაში და მე აქ. გამომდინარე იქიდან, რომ კარლოს პროფესია მოითხოვს ხშირად, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას, ეს იქნება გარდაუვალი და ხანდახან მოგვიწევს ცალ-ცალკე ყოფნა. ამ აზრს შეგუებული ვართ მეც და კარლოც. ძალიან კარგად გამოგვდის ამ ეტაპზე, ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრება. შესაძლოა ითქვას, რომ ხანდახან წყვილების ცალ-ცალკე ყოფნა საინტერესოს ხდის ურთიერთობას, რადგან მონატრება უფრო მეტია და დიდხანს გრძელდება აღფრთოვანების მომენტი“, – აცხადებს მარიამ შარმანაშვილი. 

– „უფრო მეტი ვიდეო გაგვიზიარეთ თქვენი და კარლოსი“. 

„უღრმესი მადლობა, რომ ასე გიხარიათ ჩემი და კარლოს ბედნიერება. მჯერა იმის, რომ ადამიანებს, ვისაც სხვისი ბედნიერება ასე უხარიათ, თქვეს ცხოვრებაშიც აუცილებლად მოვა ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. არ აქვს მნიშვნელობა: ურთიერთობა, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა, თქვენი ცხოვრების საჭირო ადამიანი, წარმატება და ა.შ არ აქვს მნიშვნელობა… მოვა ყველაფერი ის, რაც თქვენ გაგაბედნიერებთ, რადგან ასე გიხარიათ სხვისი ბედნიერება“, – აცხადებს მარიამ შარმანაშვილი. 

„შენ ხარ ჩვენი სინათლე, სიცოცხლე და სიყვარული“ – ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი იუბილარია

ფოტო, ვიდეო: „გილოცავთ დაბადების დღეს, ძვირფასო სოფია! გისურვებთ, რომ თქვენი სინათლე მუდამ ანათებდეს სამყაროში. გვიყვარხართ“ – მარიამ შარმანაშვილის გულთბილი მილოცვა სოფია ლორენს და კადრები ლეგენდარული იტალიელი მსახიობის იუბილედან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g