LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ არ უნდა დაგეგმოთ არაფერი 17 თებერვალს და რატომ არის რთული თებერვლის თვე – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2099
მიხეილ ცაგარელი

2026 წლის თებერვლის სირთულეების შესახებ მიხეილ ცაგარელი „პოსტალიონის“ მაყურებელს ესაუბრება:

„თებერვალი ავიტამინოზის თვეა, ეს ნიშნავს იმას, რომ სხეულს უჭირს, იანვარში ადამიანმა მეტი ჭამა და სტატისტიკით ადამიანების ყველაზე დიდი სიკვდილიანობა არის თებერვალში, ამიტომ თებერვალი ყოველთვის რთული თვეა. პლუს ამინდები, ქარი, წვიმა. ამას კიდევ ემატება, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, ადამიანი იძაბება, უჩნდება შინაგანი კომპლქსები. თებერვალში გვაქვს მზის და მთვარის დაბნელებები, ზოგს უბნელდება ტვინი. ნახეთ, რამდენი დამატებითი ფაქტორია, შესაბამისად, თებერვალი ცოტა მეტი სიფრთხილით უნდა გავიაროთ. ზედმეტი პანიკა არ ვარ, ჩვენ ამაზე უარესი პერიოდებიც გაგვივლია. მშვიდად, წყნარად უნდა გავიაროთ. თუ ადამიანი ცხოვრობს სიყვარულით, ხელოვნებასთან აქვს ურთიერთობა, აქვს იუმორი, ბუნებასთან ურთიერთობს, ლოცულობს, ეს არის ყველაზე კარგი დამცავია… ზოგი ადამიანი ვერც იგრძნობს თებერვლის პრობლემებს. ასეთ დროს ჩვენ შორის მომატებულია დეპრესულ-აგრესიული ელემენტები, ადამიანები, რომლებიც არიან შურიანები და ბოღმიანები, მათ მეტად გაუჭირდებათ. მაქინაციების ტენდენციებია მაღალი.

რადგან პლანეტა მერკური და ვენერა გადადიან თევზებში, მისი მთავარი უარყოფითი თვისებაა ტყუილი, ზღვარგადასული ფანტაზია, რომელიც ილუზიაში გადადის, ფიქრები წარსულზე, ნოსტალგია. ეს არის სახიფათო მომენტები, რომლებიც 7 თებერვლიდან დაიწყებს ამოქმედებას. შეიძლება, სხვამ მოგატყუოთ და გაუთავებელი ფიქრი წარსულზე, რომელიც ხშირად მთავრდება დეპრესიით. თუმცა შემოქმედებისთვის გადასარევი პერიოდია… ამ პერიოდს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. 17 თებერვალს გვაქვს მზის დაბნელება, რთული დღეა, ამ დროისთვის არაფერი დანიშნოთ, არც პროექტები, მოლაპარაკებები. მოესიყვარულეთ ერთმანეთს, ილოცეთ და დალოცეთ ერთმანეთი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g