რატომ არ უნდა მივაღებინოთ ბავშვს ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი პროფილაქტიკის მიზნით? – საკითხზე ციციშვილის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მაია ჩხაიძემ, გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
„ჩვენთან კლინიკაში ბავშვი იწვა. მას მიღებული ჰქონდა ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი. დაეწყო ღვიძლის უკმარისობა. რეანიმაციაში იწვა, ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ ეს ბავშვი ჯანმრთელად გავწერეთ კლინიკიდან. გარდა ამისა იყო 7-8 მსგავსი შემთხვევა საქართველოში“, – ამბობს მაია ჩხაიძე.
