LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ არ უნდა სიმღერა ნინი ბადურაშვილის შვილს – პატარა ელენეს განმარტება

5831
ფორტუნა (5)

„იმედზე“ პროექტ „მიმღერეს“ მესამე სეზონი დაიწყო. ერთ-ერთი მონაწილეები  ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი იყვნენ.

სიმღერის ტრადიციებზე ოჯახმა ერთად ისაუბრა.

„საოცრად ქართული პროექტია, სიმღერის გარეშე  ქართველი კაცი და ქართული ოჯახი ვერ წარმომიდგენია. ღმერთმა ქნას, რომ გვემღერებოდეს“, -აღნიშნა იმედა კახიანმა.

ფლორა ანთიძემ ეკას და ნინის ბავშვობაზე ისაუბრა.

„ეკაც და ნინიც ბავშვობიდამ სამი წლის ასაკიდან მღეროდნენ, სამი წლის ასაკში ეკა სასახლეში მივიყვანე. ისეთი პატარა ბავშვი არ იყო სასახლეში. მერე იყო „მზიური“.

ნინი ბავშვობაში, ხომ გახსოვთ, გათბობა არ იყო. ცივ  ოთახში შევიდოდა და მღეროდა გაუთავებლად. ჰქონდა მაიკლ ჯექსონისა და ვიტნი ჰიუსტონის უამრავი ჩანაწერები და მათ ჰბაძავდა. იმდენი ხანი მღეროდა, რომ ბოლოს ვეხვეწებოდით, გამოდი, ცუდად გახდებიო.

რაც შეეხება ჩვენ პატარა ელენეს, არაფრით არ უნდა სიმღერა. არადა ძალიან კარგი ხმა და სმენა აქვს“. – აღნიშნა ფლორა ანთიძემ, რაზეც ელენემ უპასუხა:

„ძალიან ბევრს მღერიან და მე აღარ მინდა“. 

„მოვა დრო და იმღერებს ელენე“ – აღნიშნა ნინი ბადურაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g