LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ ხვდება ნუკი კოშკელიშვილი დაბადების დღეს ცუდ ხასიათზე? – „34 წლის გავხდი და ვფიქრობ, მომავალ წელს 30-ის გავხდე ერთი-ორი წლით, ვნახოთ…“

285
ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია.

ცნობილმა ტელესახემ უამრავი მილოცვა მიიღო და სოციალურ ქსელში მადლიერება შემდეგი სიტყვებით გამოხატა:

„ყველას დიდი მადლობა, ვინც არ დაიზარეთ და მომილოცეთ. მე იმ ცოტა დეპრესიულ ადამიანების რაოდენობას მივეკუთვნები, ვისაც თავის დაბადების დღეზე ჰგონია, რომ არავის გაახსენდება და საერთოდაც არავის სჭირდება, ამიტომ თითოეულმა თქვენმა მესიჯმა, გამათბო და დამმუხტა ერთი წლით. ყველა დაგიმახსოვრეთ და კიდევ უფრო შეგიყვარეთ… 34 წლის გავხდი და ვფიქრობ, მომავალ წელს 30-ის გავხდე ერთი-ორი წლით, ვნახოთ…

დაბადების დღეზე ცუდ ხასიათზე ყოფნა მარტო ჩემი სპორტია, თუ ხართ კიდევ ვინმე ამის მიმდევარი?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები