ნათია ფანჯიკიძე ზედმეტი წონის ადამიანების შფოთვის მიზეზებს განმარტავს მას შემდეგ, რაც ისინი დაკლებას იწყებენ.
„როდესაც მსუქანი ადამიანები, ან ის ადამიანები, ვინც თავს მსუქნად მიიჩნევს, იკლებს პირველ 5-10-15 კილოს, ძალიან ამაყია და ბედნიერი. ჯერ გამარჯვების გრძნობა მოდის, რომ მე ეს შევძელი, შემდეგ ის, რომ ეს კაბა მომიხდა და იმ შარვლის ღილი შემეკრა. სრული კმაყოფილებაა, მაგრამ კიდევ უფრო რომ გრძელდება კლება, სრულიად მოულოდნელად აღმოცენდება ხოლმე შფოთვა. ამ შფოთვის არ უნდა შეგეშინდეთ და იცოდეთ, რომ ის ორი მიზეზითაა განპირობებული: პირველი – ეს არის ბიოლოგიური შფოთვა. ჩვენ როდის ვსუქდებით? მაგალითისთვის, ცხოველი, როცა საფრთხეს გრძნობს ბუნებაში, იფხორება და დიდდება, გარკვეულწილად ჩვენი შიშები, კორტიზოლის მაღალი დონე, გვაიძულებს, რომ გავდიდდეთ და წარმოდგენილი ვიყოთ სამყაროში. როცა იწყება კლება, სხეულს თითქოს ბიოლოგიურად ეშინია გაქრობის.
მეორე შფოთვა უკავშირდება სოციალურ ფაქტორს – როდესაც მეგობრები ელოდებიან ჩვენგან გარკვეულ ქცევას, მაგალითად, კაცები მეგობრებთან ერთად ვეღარ სვამთ, ან ქალები, ვისთანაც მეგობრებს სტუმრობა მოსწონდათ, იმიტომ, რომ გემრიელი კერძები ეგულებოდათ, ამას ვეღარ ახერხებენ. ცხოვრების წესი ეცვლება ადამიანს, მეგობრებიც გაოგნებულები არიან, ადამიანს კი უჩნდება შფოთვა, რომ კარგავს თავის როლს, რომელიც შექმნა თავისი მსუქნური იდენტობით და უცებ გამოთიშულია კონკრეტულ სიტუაციას.
ამ შფოთვის დაძლევა შესაძლებელია. ცოტა მოთმინება იქონიეთ, ყველაფერს აქვს აღმავალი პერიოდი, მერე კი გვჭირდება თავიდან ადაპტირება იმ მოცემულობასთან, რაც მივიღეთ. ამის შემდეგ წავა გამარჯვების ეტაპები და შეძლებთ თქვენი ახალი როლის მორგებას…“