LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ უნდა გავყინოთ პური, შემდეგ გავალღოთ და ისე მივიღოთ?“ – ექიმის საინტერესო რჩევა

210
2026-08-05_00-00-29_985422

ექიმი ირმა უკლება საზოგადოებას სოციალურ ქსელში საინტერესო რჩევას უზიარებს, რომელიც გაყინული პურის სარგებლიანობას ეხება.

„რატომ უნდა გავყინოთ პური და შემდეგ მივირთვათ. ეს განხილვის საგანია. მთავარი გახლავთ ის, რომ პურში არსებული სახამებელის ბიოქიმიური სტრუქტურა ისე იცვლება, რომ ის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. სახამებელი თერმულად დამუშავების შემდეგ ადვილად შესათვისებელ ნახშირწყლად გადაიქცევა.

როდესაც ჩვენ პურს გავყინავთ, მასში არსებული სახამებელი რეზისტენტულ მდგომარეობაში გადადის და დიეტური ბოჭკოს როლს ასრულებს. ასეთ შემთხვევაში სახამებელი სისხლში გლუკოზის დონეს ნელნელა სწევს. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დიაბეტი, ან პრედიაბეტი აქვს.

ვისაც წონაში დაკლება სურს, გაყინული პური მისთვისაც სასარგებლოა, რადგან დანაყრების შეგრძნებას დიდხანს ახანგრძლივებს. აღსანიშნავია, რომ დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული მაინც არ არის, რადგან კალორიები ჭარბად დაგროვდება და ეს კარგი არ არის“, – ამბობს ირმა უკლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები