LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ უწევთ ადამიანებს ტკივილის თანხლებით ცხოვრება და რა შემთხვევაშია რეკომენდებული ტკივილის მართვა? – თემაზე მედიცინის დოქტორი გიორგი მიქელაძე საუბრობს

201
გიორგი მიქელაძე

არსებობს თუ არა სხვაობა სქესს და ასაკს შორის და როგორ ვმართოთ ტკივილი? – მედიცინის დოქტორი, ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ნამდვილი წევრი, ტკივილის მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი „კაიზერ პერმანენსის“ სან ფრანცისკოს სამედიცინო ცენტრში, გიორგი მიქელაძე ყველაფერი თანამედროვე მედიცინის შესახებ – „პაციენტ“-თან საუბრობს, რატომ უწევთ ადამიანებს ტკივილის თანხლებით ცხოვრება და რა შემთხვევაშია რეკომენდებული ტკივილის მართვა?

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის და ეფექტური, რადგან ავადმყოფები მერე სულ სხვანაირად უყურებენ თავის მდგომარეობას, თავის როლს ოჯახში. ძალიან ხშირად არიან ქალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ოჯახისთვის და თავის თავს უკანასკნელ ადგილზე აყენებენ. ყველაფერი სხვებისთვის და ბოლო მარტო ჩემთვის, რაც საბოლოო ჯაში ცუდად მთავრდება ხოლმე… უნდა იცოდეთ რამდენის გაკეთება შეგიძლიათ, რომ თქვენს თავს არ ავნოთ. 

უნდა ახსოვდეთ ავადმყოფებს ყოველთვის, რომ თქვენ თუ იქნებით ცუდად, ვისი მოვლაც გინდათ, იმასაც ვერ მოუვლით და ამიტომ, პირველ რიგში თქვენს თავს უნდა მიხედოთ. 

ისეთი ავადმყოფებიც გვყავს, რომელსაც სხვა ავადმყოფის მოვლაც უწევთ სახლში. არავინ არ უყურებს ამას სერიოზულად, თითქოს ეს ვალი არის ცოლის, შვილის რომ მიხედოს, მაგრამ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა არის ავადმყოფებისთვის და ტკივილის შემთხვევაში უათმაგდებათ ყველაფერი. 

ერთ-ერთი დაავადება, რომელიც არ არის ჩვენთან კარგად დიაგნოსტირებული არის  ფიბრომიალგია – ეს დაავადება ძირითადად, 96%-ში ქალებში, 4-5% კი კაცებში გვხვდება, როდესაც სტკივათ ყველაფერი. მთელი სხეულის ტკივილი აქვთ. 

ძალიან დიდხანს ამ ავადმყოფებს სერიოზულად არავინ ღებულობდა, ფიქრობდნენ, რომ ეს არის მოგონილი და აღნოჩნდა, რომ ეს ნამდვილი დაავადებაა. ეს არის დაავადება, როდესაც ადამიანებს დაქვეითებული აქვს ტკივილის მდგრადობა. ეს არის ნერვების დაავადება და არა დავუშვათ, კუნთების, სახსრების, წელის ან ა.შ. 

მკურნალობა საკმაოდ რთულია, თუმცა, უკვე ვიცით პრეპარატები, რომლებიც შველის მკურნალობის პროცესში. ეს არის ანტიდეპრესანტები, რომლებიც ტკივილის მდგრადობის აწევაში გვეხმარება. ასევე არის ვარჯიშები, ფსიქოლოგიური დახმარება. 

შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ავადმყოფების 40 – 50 % ეს არის“, – აცხადებს გიორგი მიქელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g