ტიკტოკერი რძალ-დედამთილი, ჯანეტ ქობულაძე და ნინო ქარჩხაძე გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმრები იყვნენ.
ქუთაისელი რძალ-დედამთილი, რომელთა ვიდეოებიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სახალისო ინტერვიუში, რძალსა და დედამთილს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრობენ.
რესპონდენტები ამბობენ, რომ ერთმანეთთან არც კი უკამათიათ:
„რძალი რომ ოჯახში შემოგივა, უნდა შეხედო როგორც შვილს და სიყვარული თავისთავად მოვა…
რომ შეხვალ ოჯახში და ქმრის მშობლებს დედა და მამასავით მიიღებ, ისინიც ისე მიგიღებენ როგორც შვილს…
ჩემი კარიერული წინსვლა ვერ მოხდებოდა ოჯახთან ერთად, რომ არ არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში ნინასნაირი დედამთილი“, – ამბობს ტიკტოკერი რძალ-დედამთილი.
🥰🔹 რძალი რომ ოჯახში შემოგივა, უნდა შეხედო როგორც შვილს და სიყვარული თავისთავად მოვა… 🥰🔹 რომ შეხვალ ოჯახში და ქმრის მშობლებს დედა და მამასავით მიიღებ, ისინიც ისე მიგიღებენ როგორც შვილს… 🔹ტიკტოკერი რძალ-დედამთილი ჯანეტ ქობულაძე და ნინო ქარჩხაძე ნანუკა მერლანის სიუჟეტი
Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ორშაბათი, 07 აპრილი, 2025