LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რეკომენდებულია თუ არა მზეზე ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა D ვიტამინი გამოიმუშაოს – რას გვირჩევს ჰემატოლოგი, ნანა ლოლაშვილი

2218
ნანა ლოლაშვილი

რეკომენდებულია თუ არა მზეზე ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა D ვიტამინი გამოიმუშაოს? – ჰემატოლოგი, ნანა ლოლაშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა D ვიტამინის ნაკლებობის ზონაშია.

სპეციალისტმა D ვიტამინის მასიურ ნაკლებობაზე ისაუბრა და მოსახლეობას რეკომენდაციები გაუზიარა:

„პირდაპირ ხაზია გასმული რუკაზე, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვართ D ვიტამინის ნაკლებობის ზონაში.

ჩვენი ბავშვობის დედების ხმა ისმოდა ეზოში ბავშვებო ამოდით სახლში, ახლა პირიქით არის, მშობლები ბავშვებს ეუბნებიან, რომ კომპიუტერს თავი დაანებონ და გარეთ გავიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ითვლება საქართველოში არ ვიღებთ იმდენ მზეს, რომ D ვიტამინის დეფიციტი არ გვქონდეს, ამას ისიც ემატება, რომ ჩვენ მზეზე და ჰაერზე ნაკლებად ვართ, არადა საკმარისია 15 – 20 წუთი მოღრუბლულ ამინდშიც კი. ამავე დროს რაც შეიძლება მეტი მზე უნდა მოხვდეს ჩვენს ტანს.

თუ უსაშველო დეფიციტი არ გვაქვს D ვიტამინის, მაშინ საუკეთესო პროფილაქტიკაა მზეზე გასვლა, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა სამწუხაროდ პრაქტიკულად მზეზე და ჰაერზე არ გადიან“, – ამბობს ჰემატოლოგი.

D ვიტამინი და მზე

რეკომენდირებულია თუ არა მზეზე ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა D ვიტამინი გამოიმუშავოს – ჰემატოლოგის განმარტება

Posted by ახალი დღე • 1tv.ge on სამშაბათი, 27 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g