ცნობილი ქართველი შეფმზარეული მიშა ავსაჯანიშვილი ია ფარულავას “ფარულ კონვერტში” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.
როგორც მიშა საუბრობს, შემთხვევა უკრაინაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
“უკრაინაში ცოტა პრივატული რესტორანი იყო და ძირითადად კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ადამიანები იკრიბებოდნენ. ვხედავ, რომ სამზარეულოში შემორბის ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და გარბის. უკნიდან გაიპარა. ეს კაცი ქართველი იყო, რესტორანში მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა და მისი დანახვის შემდეგ გაიქცა”, – საუბრობს მიშა ავსაჯანიშვილი.
ამავე თემაზე:
ვიდეო: ცნობილი ქართველი შეფი მიშა ავსაჯანიშვილი ხატია შამუგიამ მარაოთი გამოაჩინა
მიშა ავსაჯანიშვილი: „სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, ჩემზე ლეგენდებს თხზავდნენ…“
ნამდვილი უკრაინული ბორშის რეცეპტი შეფ-მზარეულ მიხეილ ავსაჯანიშვილისგან