რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ერთად ამღერებულ მსახიობებს ვხედავთ, მათ შორის, რეზო ჩხიკვიშვილს, გიორგი გილიგაშვილს და გიორგი ცაავას. რეზო ჩხიკვიშვილი პიანინოს უზის, ხოლო გიორგი გილიგაშვილი გიტარაზე უკრავს. ისინი ერთად მღერიან „ჩიტო გვრიტოს“ და სხვა სიმღერებს.
ნიკოლოზ ხომასურიძე წერს:
„ასეთ ლამაზ გარემოში და ასეთ ნიჭიერ შემოქმედებთან ერთად შეიძლება, ძალიან საინტერესო ამბავი განვითარდეს…“