LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რეზო ჩხიკვიშვილი ქართულ-გერმანული პუბლიკის წინაშე ცნობილ ქართულ სიმღერებს ასრულებს: „ასეთი ლამაზი გაგრძელება ჰქონდა „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენებას დრეზდენში…“

190
რეზო ჩხიკვიშვილი

ახლახან დრეზდენში კინოფილმ „ექვთიმეს“ ჩვენება შედგა. ფილმში ექვთიმე თაყაიშვილის როლს ცნობილი მსახიობი, რეზო ჩხიკვიშვილი განასახიერებს. ფილმის რეჟისორი, ნიკოლოზ ხომასურიძე გვიზიარებს ვიდეოს, რომელიც ლინგნერის სასახლეში მსახიობის ფილმის აუდიტორიასთან შეხვედრას ასახავს. შეხვედრის განმავლობაში რეზო ჩხიკვიშვილმა ნამდვილი კონცერტი გამართა და რამდენიმე ცნობილი ქართული სიმღერა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად შეასრულა.

„ასეთი ლამაზი გაგრძელება ჰქონდა „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენებას დრეზდენში, ლინგნერის სასახლეში. ფილმის ნახვით აცრემლებული და აღფრთოვანებული ქართველი და გერმანელი მაყურებელი ქართულ – გერმანული სიმღერებითაც მოხიბლა ბატონმა რეზო ჩხიკვიშვილმა. დიდი მადლიერება ირმა ჩანქოშვილსა და დრეზდენის ქართულ დიასპორას ამ შესანიშნავი ღონისძიებისთვის…“

ვიდეო: რეზო ჩხიკვიშვილი გერმანულ სცენაზე პენსიაზე გასვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა: „შევძლებ? როგორ მიმიღებს ჩემი ქვეყანა?“

ფოტო: რეზო ჩხიკვიშვილი საქართველოშია და ახალი ფილმის გადაღებებში მონაწილეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g