LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რეზო და ბავშვების“ კრეატიული ვიდეო ახალ სიმღერაზე „დამსთორე, მამა“, რომელიც შალახოს ელემენტებს შეიცავს

338
რეზო და ბავშვები

„დამსთორე მამა“ – „რეზო და ბავშვების“ ახალი სიმღერაა, რომელზეც, ჯგუფმა, როგორც ყოველთვის კრეატიული და ორიგინალური ვიდეორგოლი შემოგვთავაზა, სულ მცირე ხნის წინ აიტვირთა „იუთუბზე“ და მაყურებლის დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

სიმღერა შალახოს ელემენტებს შეიცავს და საინტერესო ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს.

„რეზო და ბავშვები“ კლიპის შესახებ წერენ:

„საქართველოში, თბილისში, აღმოჩენილია საიდუმლო ლაბორატორია, სადაც მზადდება ,,ქართული ქიმიური მუსიკა”.

სიმღერის არსის და შინაარსის გასააზრებლად გთხოვთ, იხილოთ ვიდეო ხელახლა. “რეზო და ბავშვები” გისურვებთ მხიარულ და პოზიტიურ ცხოვრებას.

რეჟისორი – პაატა მეიშვილი

ოპერატორი : ესთეტიკა – ვახია ჩაჩანიძე, თორნიკე აბდუშელიშვილი

მონტაჟი და გრაფიკული დიზაინი – აბდუშელიშვილი კაიძმა

განსაკუთრებული მადლობა “ნესვი” პროდაქშენს, გიორგი კაკიაშვილს და მის არაჩვეულებრივ მეუღლეს ქრისტის“.

„რეზო და ბავშვები“ 19 მაისს ბარსელონაში მიემგზავრება, სადაც ჯგუფი კონცერტს გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები