ცნობილი იტალიური ჯგუფის „რიკი ე პოვერის“ კონცერტის შემდეგ, სოლისტები და ჯგუფი ქართველმა მასპინძლებმა რესტორან „ქვევრში“ მიიწვიეს.
ქართულ ჰანგებზე აცეკვდა ჯგუფის სოლისტი ქალბატონი, ანჯელა ბრამბატი.
ვიდეო რესტორნის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„რიკი ე პოვერი“ საქართველოში ონკოდაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდა და ორი საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. პროექტის ორგანიზატორი საქველმოქმედო ფონდი„ ცხოვრება მშვენიერია“ გახლდათ.