LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Rimac–მა ახალი ელექტროჰიპერქარის დატესტვა დაიწყო

46
c-two-news

ფირმა Rimac–მა ახალი კუპეს C_Two–ს ტესტ–დრაივის ამსახველი ვიდეო გაავრცელა. გასულ შემოდგომაზე ზაგრების სიახლოვეს ორკარიანი მოდელის 17 პროტოტიპი ჩაიყვანეს და თითოეულს თავისი მისია დაეკისრა.

ელექტროჰიპერქარის C_Two–ს პროგრამის შექმნა ფინალურ სტადიაზე გადავიდა. ბრენდის დირექტორის განცხადებით, მთელი გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა პროტოტიპისგან შექმნა ის რაც პირვანდელ ჩანაფიქრში იყო.

სიმულაციების სერიის შემდეგ ჰიპერქარი სხვადასხვა პოლიგონებზე გამოიყვანეს და მისი ცდები მომავალშიც გაგრძელდება.

სერიული Rimac C_Two–ს პრემიერა ჟენევის ავტოსალონზე, მომავალ წელს შედგება. კუპეს კონცეპტისგან განსხვავებული ვიზუალი, გაუმჯობესებული დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები ექნება.

ერთი დამუხტვით ელექტროქარი 650 კილომეტრამდე მანძილს გაივლის და 100 კმ–მდე გასახურებლად 1,97 წამი დასჭირდება. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 415 კმ/სთ–ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g