ექიმი-გემატოლოგი ნინო შარაშენიძე „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუადღე“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი გზით უნდა მიიღოს რკინა ორგანიზმმა და აღნიშნავს, რომ ამისი ერთადერთი გზა საკვებია:
„რკინა არის ერთ-ერთი მიკროელემენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ხვდება საკვებით. სხვა შემთხვევაში, თუ არ ვიღებთ მედიკამენტებს, რკინა ჩვენს ორგანიზმში არ ხვდება. რკინა არის ორი სახის, ჰემინური, რომელიც შედის ცხოველურ პროდუქტებში და არაჰემინური, რომელიც შედის ბოსტნეულში, უბრალოდ, ის რკინა, რომელიც ჰემინურია, ჩვენს ორგანიზმთან ახლოსაა და ადვილად შეიწოვება, ხორცისგან რკინა უფრო მეტად შეიწოვება, ვიდრე სტაფილოსგან. როდესაც ვითარდება ანემია, პირველი, რაც განიცდის დაზიანებას, ეს არის ლორწოვანი გარსები…“
