„თუ ბავშვი არ იტყუება, ესე იგი რაღაც ისე ვერ მიმდინარეობს და რატომ , როდესაც განვითარების დარღვევასთან გვაქვს საქმე, იქ ბავშვები ვერ ტყუიან, რადგან ფანტაზიის უნარი არ არის განვითარებული“, – ამის შესახებ ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა, თინათინ გობაძემ Ajaratv • SHOWS-თან განაცხადა.
სპეციალისტის განცხადებით, ტყუილი არის მაღალი დონის კოგნიტური უნარი:
„თუ ბავშვი არ იტყუება, ესე იგი რაღაც ისე ვერ მიმდინარეობს და რატომ , როდესაც განვითარების დარღვევასთან გვაქვს საქმე, იქ ბავშვები ვერ ტყუიან, რადგან ფანტაზიის უნარი არ არის განვითარებული. პირობითად აუტიზმის შემთხვევაში, მშობლები ამბობენ, რომ ბავშვები გულწრფელები არიან და არ შეუძლიათ ტყუილი, რადგან ეს უნარი არ არის განვითარებული
ტყუილი არის მაღალი დონის კოგნიტური უნარი, როცა უნდა წარმოიდგინო გონებაში, სცენარი დავსახო და მე ეს რომ გავაკეთო ესე იგი ჩემი კოგნიტური უნარები აღქმა, მეხსიერება, აზროვნება და ასე შემდეგ უნდა იყოს შესაბამისად განვითარებული, ამდენად ეს უნდა გვიხაროდეს და ჩვენი რეაქცია უნდა იყოს სწორი, რომ ხელი არ შევუწყოთ ტყუილის განმტკიცებას“, – ამბობს სპეციალისტი.