ფილიპ პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრს ვერიკო ტურაშვილი სტუმრობს, რომელიც საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე ვრცლად საუბრობს.
„პირველად ეს დამემართა საზღვარგარეთ, როდესაც კონკურსში ვმონაწილეობდი და თვენახევრის განმავლობაში პროექტს ვწერდით. უხერხულ სიტუაციაში არაერთხელ აღმოვჩნდი, სასტუმრო, ქუჩა, ტელევიზია… ეს იმდენად უხერხული იყო მქონდა სირცხვილის განცდა, ყველა თავზე მეხვია. სხვადასხვანაირად გამოიხატებოდა, პირველი შეგრძნება, რაც მახსოვს, მეგონა, რომ ენა უნდა გადამეყლაპა. ჩემი ყველაზე დიდი შიში იყო ის, რომ უხერხულ ადგილას არ დავვარდე, გული არ წამივიდეს… სიკვდილის შიში არ მქონია. ვთხოვდი დახმარებას ჩემ გვერდში ვინც იყო… ყველა ეს სიმპტომი, რაც გამოხატული იყო, ჩემი ბავშვობის მოგონება იყო, ჩარჩენილი შიში. საერთოდ არ მახსოვდა ეს ამბავი და მერე ამომიტივტივდა, თავად დავიწყე მიზეზის ძებნა… ყოველდღიურად ვებრძოდი, ხან ყბის მოღრეცის მეშინოდა, ხან სხვა რამის. ბევრი წლის მერე, დაახლოებით 6-7 წელიწადში, ძალიან სტრესული მდგომარეობა მქონდა, როცა ჩემი მეგობარი გარდაიცვალა და წავედი ფსიქიატრთან. მან მედიკამენტი დამინიშნა. დაახლოებით ორი თვე ვსვი და მას მერე პერიოდულად მახსენდება ხოლმე ის შეგრძნება….“