LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა ცხოვრებაში რამის შეცვლა გინდა, სტერეოტიპები უნდა გადალახო“ – გაიცანით 53 წლის ლელა შუკვანი, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს, ახლა საზღვაო აკადემიის სტუდენტია

180
Untitled design

53 წლის ლელა შუკვანი წარმოშობით მესტიიდან არის, უკვე 26 წელია, რაც ფოთში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლად მუშაობს. ლელა ამბობს, რომ ცხოვრებაში არასდროს არაფერია გვიან და ამას საკუთარი ცხოვრებითაც ამტკიცებს – ცოტა ხნის წინ, 53 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ საზღვაო აკადემიის სტუდენტი გამხდარიყო.

ლელა შუკვანი განვლილ ცხოვრებაზე, საკუთარ გამოცდილებასა და მომავლის გეგმებზე „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში საუბრობს:

„მნიშვნელობა არ აქვს, ხალხი რას იტყვის, ყოველთვის უნდა გაიტანო შენი აზრი და ამ დროს მიხვდები, რომ ძლიერი ხარ. ადამიანს საკუთარი თავის სიყვარული აძლიერებს, ცხოვრებაში ბევრი მარცხი გამომიცდია, მაგრამ ისინი არ მახსოვს და მახსოვს ყველა გამარჯვება, რამაც დღემდე მომიყვანა.

პირველად ტაქსის მძღოლად მუშაობის მრცხვენოდა, არ ვიცოდი, ხალხი როგორ მიმიღებდა, მაგრამ ყველამ კარგად მიმიღო და მეც ყოველ დილით სამუშაოდ სიხარულით გამოვდივარ.

ცხოვრებაში არასდროს არაფერია გვიან. როცა მიგაჩნია, რომ შენი ნაბიჯი სწორია, უნდა გადადგა. 53 წლის ასაკში გადავწყვიტე, საზღვაო აკადემიის სტუდენტი გავმხდარიყავი. ამწეკრანის ოპერირების პოზიციაზე ვსწავლობ. ეს ძლიერია დამიანების პროფესიაა, მეც ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ და საჩემოა.

როცა ცხოვრებაში რამის შეცვლა გინდა, აუცილებლად უნდა გადალახო სტერეოტიპები და ის ზღვარი, რომელიც არ გაკმაყოფილებს, ახალი უნდა ისწავლო და ცხოვრებას ხალისი მისცე“, – აღნიშნავს ლელა შუკვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g