LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა სტუდენტობა უნდა გამომეცადა, ამ დროს მიმტანი ვიყავი 2 რესტორანში… იმაზე ვმუშაობდი, რომ ქირა და ბებიისთვის მომვლელის ხელფასი გადამეხადა“ – თამო ვაშალომიძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

389
თამო ვაშალომიძე

პოდკასტს „ქალთა ხმას“ TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ესტუმრა, სადაც ისაუბრა რა გზა გაიარა სტერეოტიპებიდან დიდ ბიზნესამდე. 

„15 წლიდან მარტო ვცხოვრობ. აი ის პერიოდი, როდესაც მე დავამთავრე სკოლა, უნდა ჩამებარებინა წესით და სტუდენტობა გამომეცადა, ამ დროს მე მიმტანი ვიყავი 2 რესტორანში… იმაზე ვმუშაობდი, რომ ქირა და ბებიისთვის მომვლელის ხელფასი გადამეხადა. 

ის პერიოდი, რაც შეიძლება ახლა, ხანდახან უბრალო რაღაცები მომეწონოს, კორეაში ვიყავი და რაღაც გულები დავკიდე… ისე მომეწონა ის ბავშვური რაღაცები, რომ იმ პერიოდში უნდა გამევლო წესით და არა ახლა 34 წლის ასაკში. 

ყველაფერი იქ ჩამოვიტოვე და დიდი ქალი ვიყავი უკვე 15 წლის ასაკში“, – აცხადებს თამო ვაშალომიძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g