მომღერალი სალიო [სალომე კორკოტაშვილი] სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ ერთ-ერთი რუბრიკის სტუმარი იყო. მომღერალმა გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა და უპასუხა შეკითხვას, თუ რას ფიქრობს სიძულვილზე და როგორ ჰპასუხობს თავად სიძულვილის ენას.
როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მას სიძულვილით არსებობა დიდ სისუსტედ მიაჩნია და აგრესიას და სიძულვილს არ მიესალმება.
„სიძულვილს არ მივესალმები. ადამიანს როდესაც უხარია სხვაზე ცუდს რომ იგებს, საკუთარ თავთან რაღაც პრობლემა აქვს და ამას არ აღიარებს… არ ვიცი, მაგით [სიძულვილით] იკვებება…
მგონია, რომ ძალიან დიდი სისუსტეა სიძულვილით რომ არსებობ, იმიტომ, რომ სჯობს, სხვა ენერგიები აირჩიო, აირჩიო ის, რომ ცოტა აგრესია გქონდეს და იმ აგრესიით რაღაცებს მიაღწიო და ასეთი ენერგიით „მიაწვე“, ან პირიქით – რაღაც გიხაროდეს და კარგს პოულობდე ყველაში, იმიტომ, რომ ძალიან რთულია, როცა Hate-ით [სიძულვილით] ცხოვრობ და იღვიძებ და ყველაფერი გძულს, მე არ მივესალმები Hate-ს“, – აღნიშნავს სალიო.
ვიდეო: სალომე კორკოტაშვილი უსაყვარლეს ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა: „ულამაზესები ხართ…“
@sharelove8615 და შენ როგორ პასუხობ სიძულვილის ენას? / And how do you respond to hate speech? #sharelove #nohate #nohatespeech #freehugs #fyp ♬ original sound – ShareLove