LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდესაც ამ სახლის სახელურებს ეხები, ფიქრობ, რომ წინაპრის სურნელი აქვს, ეს დიდ ძალას გაძლევს.. შეუდარებელია“ – გაიცანით მიშა ელბაქიძე, რომელმაც რაჭის სოფელ წესში 130 წლის სახლი აღადგინა

2185
მიშა ელბაქიძე

„რაჭაში დრო ჩერდება.. აქ სხვანაირი ურთიერთობებია, აქ სიყალბე არ არსებობს, სხვანაირი სითბო, მისალმება და დამშვიდობებაა, აქ ჰაერიც სხვანაირია“, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი მიშა ელბაქიძე, რომელიც წლების შემდეგ, მამა-პაპისეულ ფესვებს დაუბრუნდა და რაჭის სოფელ წესში 130 წლის სახლი აღადგინა.

მიშა ელბაქიძე აფხაზეთის ომის შემდეგ, ათი წელი ოჯახთან და ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა, 4 წლის წინ კი გადაწყვიტა, წინაპრების მიერ აშენებულ სახლში დაბრუნებულიყო.

მიშა ელბაქიძე საკუთარ ისტორიას „რუსთავი 2“-ის გადაცემის, „შუადღის“ მაყურებელს უყვება:

„ეს 130 წლის სახლია.. ძალიან მიყვარს ადგილობრივი მოსახლეობა, ასაკში მყოფებთან ერთად ჩამოჯდომა და მათთან საუბარი, ჩემი ოჯახის და წინაპრების შესახებ უამრავ ისტორიას მიყვებიან.

როდესაც ამ სახლის სახელურებს ეხები, ფიქრობ, რომ წინაპრის სურნელი აქვს, ეს დიდ ძალას გაძლევს.. შეუდარებელია.

როდესაც აქ პირველად ამოვედი და სიძველის ეფექტი ვნახე, მეგონა, რომ ცოტა განახლებული უნდა ყოფილიყო. ყველაფრის გაწმენდა, გასუფთავება დავიწყე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს წინაპრის ჟივილი და ყივილი იყო, თითქოს ვშლიდი, ვანადგურებდი და მაშინ ვიფიქრე, რომ ეს სხვანაირად უნდა გაკეთდეს და უნდა შენარჩუნდეს ისეთი, როგორიც არის, რადგან ამ სახლს, ამ კედლებს უამრავი რამ აქვს ნანახი და მოსმენილი“, – ჰყვება მიშა ელბაქიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები