ფსიქოლოგი და პროფესორი ზურაბ მხეიძე გადაცემის „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ სტუმარია, რომლის ეთერშიც საინტერესო საკითხის შესახებ საუბრობს.
კითხვა არის შემდეგი: როდესაც ბავშვი არასრულ ოჯახში იზრდება, უშლის თუ არა ხელს ოჯახის სრულად აღქმაში?
„მინდა ჩემი პრაქტიკული დაკვირვების შესახებ გითხრათ, ვერ ვიტყვი რომ ეს კვლევებია. როდესაც ერთნაირი ისტორიები გროვდება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც კანონზომიერებაა. თუ დედა აკლია, ბავშვს ემოციების კუთხით აქვს პრობლემები. და თუ მამა არ არის, მას გარე ურთიერთობები უჭირს.
ვისაც მამასთან კარგი დამოკიდებულება აქვს, მას ეს არ უჭირს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ყველაფრის კომპენსირებას ქორწინებაში ეძებენ ხოლმე“, – საუბრობს ზურაბ მხეიძე.
„შვილებს დედები უპირობოდ უყვართ – მამამ კი შვილის სიყვარული უნდა დაიმსახუროს„ – ზურა მხეიძე
