LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდესაც გამომწერეს და მნახეს ყველა გაქრნენ. მიზეზები არ ვიცი, ვეკითხები მაგრამ არ აქვთ პასუხები“ – მარიამ ტატანაშვილი „იმედის“ ეთერში თავისი მძიმე ავარიის ამბავს გვიყვება

333
2025-07-09_01-16-23_915279

მარიამ ტატანაშვილი, რომელმაც ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო და რომელსაც თითქმის მთელი საქართველო იცნობს გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია.

მისი თქმით, დაივიწყეს მეგობრებმა, რომლებთან ერთადაც ავარიაში მოჰყვა.

„კი დამივიწყეს. დაბადების დღის და ძველით ახალი წლის აღსანიშნად ვიყავით მეგობრები წასულები. მანქანაში ხუთი ადამიანი ვიჯექით, მე ჩემი მეგობარი რომელიც საჭესთან იჯდა, ასევე ჩემი შეყვარებული, ნათესავი და კიდევ ერთი მეგობარი.

საავადმყოფოში ყოფნისას ასე თუ ისე დედაჩემის გვერდით იყვნენ. როდესაც გამომწერეს და მნახეს ყველა გაქრნენ. მიზეზები არ ვიცი, ვეკითხები მაგრამ არ აქვთ პასუხები. ჩემი მეგობარი იყო ნაბახუსევზე, გული გაუხდა ცუდად, ნაწვიმარი იყო და ტრაილერს შევეჯახეთ. ყველაზე მძიმედ მე ვიყავი“, – ჰყვება მარიამ ტატანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g