ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავეები, დედა-შვილი თეა დარჩია და მარიამ მათიაშვილი სოციალურ ქსელში ინტერვიუს ანონსს გვიზიარებენ, სადაც ცეკვაზე საუბრობენ.
„ცეკვა, ცეკვა და ცეკვა… ცხოვრება და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა…
როდესაც პირველად ვიდექი სცენაზე ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი. თეასთან ერთად კი ეს ასმაგი პასუხისმგებლობა იყო.
ჩემი მიზანია თვითგანვითარება. ყველაფერს მოიცავს, რა სურვილებიც მაქვს სამომავლოდ“, – აცხადებს მარიამ მათიაშვილი.
თეა დარჩიას განცხადებით კი, მარიამმა „ტექნიკა, ხარისხი შეიცვალა. ბევრად მაღლა აიწია და სულ ტრანსფორმირებს“.