LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდესაც რუსთაველზე ვიდექი, ახალგაზრდების ჯგუფი იდგა და მღეროდა „ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია“, დავიწყე ტირილი ამდენ ხალხში…“ – რუსუდან ფეტვიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

152
რუსუდან ფეტვიაშვილი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა, რუსუდან ფეტვიაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. ფეტვიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ წინსვლა განაგრძოს:

„9 აპრილიდან მოყოლებული, ისმოდა სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია“, როდესაც რუსთაველზე ვიდექი, ახალგაზრდების ჯგუფი იდგა და მღეროდა ამ სიმღერას. მაშინ მივხვდი, რომ ვეღარ ვძლებდი, დავიწყე ტირილი ამდენ ხალხში – იმიტომ, რომ ამდენი ხანია, ჩვენს ქვეყანას უნდა რომ მოიპოვოს ის რაღაც ნათელი გზა, სიმშვიდე თავისუფლება დამოუკიდებლობა და ამისთვის იბრძვის წლებია, საუკუნეებია“ – განაცხადა ფეტვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g