LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდესაც წონას ვებრძოდი, მსუქანს მეძახდით და ამას ჩემს დასამცირებლად იყენებდით. ახლა გავხდი და მაინც არ მასვენებთ…“ – თიკა ჯამბურიას გულწრფელი საუბარი გამომწერებთან

112
c72f1a72-5b99-420b-b9a7-901f852b37d5

თიკა ჯამბურია გამომწერებს „ტიკ-ტოკის“ საშუალებით გულწრფელად ესაუბრება და ამბობს იმას, რისი თქმაც, როგორც ჩანს, დიდი ხანია სურს: „ვიცი, რომ ჩემი გულწრფელობა ბევრს გაღიზიანებთ. ძალიან ხშირად მეუბნებით, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება, რას ლაპარაკობენ, რას წერენ, მაგრამ ჩემი აზრით, სიჩუმე ნიშნავს იმას, რომ სხვას მისცე უფლება, თავისი მოგონილი სიმართლე გაავრცელოს შენზე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს პირისპირ ვილაპარაკოთ სიმართლე.

როდესაც წონას ვებრძოდი, მსუქანს მეძახდით და ამას ჩემს დასამცირებლად იყენებდით. ახლა გავხდი და არ მასვენებთ მაინც, ამბობთ, რომ ხან იმით გახდა, ხან ამით, დაბერდა, რას დაემსგავსა, მალავს… თითქოს აღარ მოგწონთ საკუთარ თავზე შეყვარებული ქალი. თითქოს არ გსიამოვნებთ ის, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობ, საკუთარ თავზე გავიმარჯვე. ბედნიერი ვარ, პირველად ცხოვრებაში ვარ მშვიდი და კმაყოფილი იმით, რაც გავაკეთე…“

@tika_jamburia ის რაც ძალიან დიდი ხანია მინდა გითხრათ ❤️ #foryou #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 #ფორიუ #fyp #თბილისი ♬ original sound – Tika Jamburia
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g