LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როდის იწყება ქალსა და მამაკაცს შორის მტაცებლისა და მსხვერპლის ურთიერთობა: „ინფანტილურ და ვიზუალზე აწყობილ სექსუალურ გოგონებს ძალიან იზიდავთ სერიოზული, შემდგარი, მკაცრი, თანმიმდევრული და ჭკვიანი მამაკაცები და პირიქით…“

293
ed0b1fac-08dd-47cb-a328-7a757f3eb311

სალომე კასრაძის პოდკასტში ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის საინტერესო ასპექტებზე საუბრობს, ასევე ხსნის, რას ნიშნავს ფემინური და მასკულინური ენერგიები.

ნინო ხიდეშელი:

„მე როგორც ვაკვირდები, ძალიან ინფანტილურ და ვიზუალზე აწყობილ სექსუალურ გოგონებს ძალიან იზიდავთ სერიოზული, შემდგარი, მკაცრი, თანმიმდევრული და ჭკვიანი მამაკაცები. აქ ხდება ყველაზე მეტად ჩაჭიდება. მამაკაცშიც თუ არის ზედმეტი რაციო, მას პირიქით იზიდავს ფემინური და ისეთი ქალი, რომლის გონებრივ მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებთ დაზუსტებით. აქ იწყება ურთიერთობა, მტაცებლისა და მსხვერპლის, აღწევს მალე აპოგეას და მერე იშლება. ტოქსიკურს ვეძახით ისეთ ურთიერთობას, როცა ადამიანებმა თავიანთი თავი ამოწურეს, მაგრამ რჩებიან ერთად და იწყებენ ბრძოლას ერთმანეთთან. იმიტომ ვერ შორდებიან, რომ გაუცნობიერებელი არქეტიპი არსად მიდის, თუ დაშორდი, სხვაში გადაგაქვს ეს პროექცია. მანამდე ივლის ეს, სანამ არ დაიწყებ მის გაცნობიერებას. პროექცია ნიშნავს, როცა შენი შინაარსი გადაგაქვს სხვაში და აფასებს – მაგალითად, ხარ უსუსური, მატყუარა, გაქვს რაღაცის შიში, მაგრამ მეორე ადამიანში, მაგალითად, პარტნიორში ხედავს ამას და ამბობს, რომ ეს თვისება სძულს მასში. საკუთარ თავში ვერ ხედავს და ვერ აცნობიერებს ამავე თვისებას და მკვეთრად ხედავს მეორე ადამიანში. რაც მკვეთრ ემოციებს იწვევს შენში და მკვეთრად ხედავ, იწვევს გაღიზიანებას, ეს უკავშირდება პროექციას და არა ყველა თვისება.

ქალს, რომელსაც მიღებული აქვს თავისი მასკულინური ნაწილი, აქვს უნარი, მოუსმინოს სხვა ადამიანს. ჩვენ ხშირად ვისმენთ საკუთარ ხმაურს. რეალურად შენ უსმენ შენს ხმაურსა და სურვილებს. როცა ადამიანს ვეკითხები, რა არის მისთვის ბედნიერება, აქვს ჩამონათვალი, რა უნდა, რომ მიიღოს. როცა ქალს მამაკაცური საწყისი აქვს გააზრებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ქალი იაზრებს, რა სურს და ეძებს პარტნიორს, არა მხსნელს და გადამრჩენელს, რომელიც შეუქმნის მას ბედნიერებას და აუშენებს კოშკებს. ასეთი წყვილი ერთმანეთს არ ტანჯავს, არ ადანაშაულებს და არ ეკიდება ემოციურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g