ნუცა ბუზალაძე ლონდონშია, სადაც ის პრომოტურის ფარგლებში თავისი სიმღერით Firefighter წარდგა.
კონცერტს „ევროვიზიის“ 4000 გულშემატკივარი ესწრებოდა, რომელიც ქართველ შემსრულებელთან ერთად ამღერდა.
აღსანიშნავია, რომ ფანებმა უკვე კარგად იციან ნუცას სიმღერის ტექსტი.
ნუცა ბუზალაძე, ლონდონში მიღებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების შესახებ „პირველ არხს“ ესაუბრა:
„პირველად შევასრულე „ევროვიზიის“ სიმღერა ცოცხლად და ეს იყო საოცარი კონცერტი და შოუ. ალბათ, ეს ემოციები 9 მაისამდე გამყვება, მაგრამ წინ გველოდება ამსტერდამის კიდევ უფრო დიდი კონცერტით, დიდი სცენითა და მეტი მაყურებლით. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს სიმღერას ამდენი გულშემატკივარი ჰყავს. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალთ ამსტერდამში, ძალიან ველოდები ამ დღეს…“
ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის კონკურსის სიახლეებითნუცა ბუზალაძე ევროვიზიის კონკურსის სიახლეებით | გუშინ ნუცა ბუზალაძე ლონდონის პრეფართიზე წარდგა
Posted by Eurovision Georgia • 1tv.ge on Sunday, April 7, 2024