LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ამეცადინებდა სოფო ტოროშელიძე „ვინ ვინ არის“ გამარჯვებულს, მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს – ექსკლუზიური კადრები

19939

პროექტის „ვინ ვინ არის“ გამარჯვებული ბეჰემოთი, ანუ მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი გახდა. „ჩემი ცოლის დაქალებში“ დუდუს პერსონაჟს სიმღერა რომ კარგად ეხერხება, ეს მისი ჯგუფის კომპოზიციებიდან კარგად გვახსოვს, მაგრამ ბეჰემოთის როლში ალეკომ მართლაც დაუვიწყარი გამოსვლები აჩუქა მაყურებელს. თან ისე, რომ არავინ იცოდა, ვინ იმალებოდა ამ კოსტიუმის უკან.

გუშინ, „იმედის“ ახალი პროექტის ფინალურ ტურში ბეჰემოთმა კიდევ ერთხელ გაგვაკვირვა, როდესაც ფრედი მერკურისა და მონსერატ კაბალიეს ცნობილი დუეტი შეასრულა ოპერის მომღერალთან ერთად და ჟიური ფეხზე წამოაყენა. ამ შესრულებით გაოგნებული ანრი ჯოხაძე, რომელიც მერკურის დიდი თაყვანისმცემელია, მაგიდაზე ავიდა და იქიდან უკრავდა ტაშს.

ის, თუ როგორ მეცადინეობდა ვოკალში და „ბარსელონას“ შესრულებაში ალეკო ბეგალშვილი, ახალი ექსკლუზიური კადრებით ხდება ცნობილი, რომლებიც ვოკალის პედაგოგმა და მომღერალმა, სოფო ტოროშელიძემ გამოაქვეყნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g