„დანიელი მეღვინეობის“ თანადამფუძნებელი, ეკა ჭვრიტიძე სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოებს აზიარებს და უამრავი მნახველი ჰყავს.
ახლახან მან გუდის ყველის ტრადიციის შესახებ ისაუბრა და გვაჩვენა, თავად როგორ ამზადებს ამ ტრადიციულ თუშურ ყველს.
„წარმოიდგინე, რომ ახლა ვიმყოფებით რამდენიმე საუკუნის უკან, როცა არც ცელოფანი იყო, არც არაფერი. ქართველები ქვევრში ღვინოს ვადუღებთ 8000 წელია, ეს დამტკიცებულია, აი, ნახეთ, თუშური გუდის ყველიც ჩვენი განძია, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რაოდენობით იწარმოება იმ ტრადიციების მიხედვით, რასაც ჩვენი მამა-პაპა მიჰყვებოდა…“
