LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ აწყობენ Lamborghini–ს სუპერქარს

75
whitelamborghn

სუპერქარების მწარმოებელმა Lamborghini–მ გამოაქვეყნა 48 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც მოდელი Huracan Evo–ს შექმნის პროცესია ასახული.

ფილმში გადაღებულია, თუ როგორ გამოიყურება Lamborghini–ს ქარხანა და შემდეგ როგორ ქმნიან სპეციალისტები ახალ Huracan Evo–ს.

Lamborghini იმითაა ცნობილი, რომ თავის სუპერქარებს ხელით აწყობს ხოლმე. ვიდეო–რგოლშიც მტკიცდება, რომ ბრენდის მიერ შექმნილი ყველა მოდელი ინჟინერთა დიდი შრომის შედეგს წარმოადგენს. გარდა ამისა, ფილმში წარმოების პროცესს შიგადაშიგ ისტორიული კადრები ცვლის და მაყურებელს სარბოლო წარმატებების შესახებ მოუთხრობს.

შეგახსენებთ, რომ Huracan Evo 5,2 ლიტრის მოცულობის V10 ძრავითაა უზრუნველყოფილი და 640 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სუპერქარის აგრეგატი 7–საფეხურიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველი „ასეულის“ განვითარება 2,9 წამში შეუძლია. კუპეს მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g