როგორ ჩავანაცვლოთ ეკრანი?, – ამ საკითხთან დაკავშირებით, ფსიქოლოგი ერიკა გოგიტიძე სოციალურ ქსელში საინტერესო მიმოხილვას გვიზიარებს.
ფსიქოლოგი გვიზიარებს 4 განმავითარებელნაქტივობას, რომლებიც ბავშვს ეხმარება:
ლოგიკურ აზროვნებაში;
წვრილი მოტორიკის განვითარებაში;
ემოციური ინტელექტის განვითარებაში;
სოციალურ უნარებსა და თვითშეფასებაში.
„თუ ფიქრობთ, რომ იდეები ამოგეწურათ – გახსოვდეთ ბავშვისთვის ნამდვილი განმავითარებელი აქტივობები სწორედ თქვენი ყოველდღიური საოჯახო საქმიანობა და ეზოში გატარებული დროა.
პირველი და ყველაზე ეფექტური კულინარიაა. ბავშვები ძალიან ხალისობენ მშობლებთან ერთად სამზარეულოში. შეგიძლიათ ერთად მოამზადოთ სხვადასხვა საკვები. პროცესში ბავშვს უჩნდება კითხვები და სწორედ ეს ეხმარება მას მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების გაგებაში.
მეორე არის საყოფაცხოვრებო საქმიანობაში ჩართვა. დაკეცოთ ტანსაცმელი და დაალაგოთ წინდები ფერების მიხედვით. ეს სინამდვილეში ანალიზის უნარის განვითარებაა. ბავშვი სწავლობს სივრცით აღქმასა და კონცენტრაციას. ბავშვი გრძნობს, რომ ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილია და ეს მის თვითშეფასებას ზრდის.
მესამე – ხატვა, ძერწვა და ფიგურების გამოჭრა. ეს აქტივობები ეხმარება ბავშვს, რომ ნატიფი მოტორიკა განუვითარდეს.
მეოთხე – ეზოში ჩასვლა, ფიზიკური აქტივობა და სხვა ბავშვებთან კომუნიკაცია. აქ ბავშვს ემოციური ინტელექტი უვითარდება. სწავლობს როგორ გაუგოს სხვას და როგორ დაიცვას თავისი პირადი საზღვრები.
ყველაზე მთავარია მშობლის ჩართულობა და შედეგად ნებისმიერი ოჯახური საქმე შესაძლოა ბავშვისთვის განმავითარებელ აქტივობას იქცეს“, – საუბრობს ფსიქოლოგი.
