LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ დაინახა მამის გარდაცვალების დრო ასტროლოგმა ნინა ხომერიკმა: „ჩემს მძიმე დიაგნოზსაც დიდხანს ვეძებდი… შვება იყო დიაგნოზის დადასტურება, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ვიცოცხლებდი…“

318
ნინა ხომერიკი

„მძიმე წერტილის“ პოდკასტის სტუმარია ასტოლოგი ნინა ხომერიკი, რომელმაც უამრავ საინტერესო თემასთან ერთად იმაზეც ისაუბრა, როგორ დაინახა მამის პირად რუკაში მისი გარდაცვალების ამბავი:

„კატასტროფაა… მისთვის არ მითქვამს, არც ოჯახის წევრებისთვის. მარტო ვზიდე… სანამ ეს მოხდებოდა, 12 წლით ადრე, მამას ჰქონდა პირველადი ეპიზოდი, გული გაუჩერდა. კლინიკა, ექიმები… მახსოვს, ექიმი გამოვიდა და თქვა, ვერ ვშველითო… ძალიან დაბალი პროცენტი იყო გადარჩენის. მერე გაჩერდა გული… ელექტროშოკი რომ გაუკეთეს, გული არ ამუშავდა. დღეს არ მოკვდება-მეთქი, ექიმს ვუთხარი. მომაწერინეს ხელი ფურცელზე, პრაქტიკულად გარდაცვლილად თვლიდნენ… მაგრამ გული ამუშავდა. მას მერე მამამ 12 წელი იცხოვრა. 2012 წელს, ზაფხულის პერიოდში, დღემდე მახსოვს ეს ზაფხული, სულ მქონდა იმის განცდა, მთავარია, სექტემბრამდე მივიდეთ-მეთქი, რადგან პირადი რუკის მიხედვით ზაფხული ჰქონდა მძიმე… მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, მისი რესურსი ამოწურული იყო…“

ნინა ხომერიკმა ასევე საკუთარ მძიმე დიაგნოზზეც ისაუბრა, რომელსაც პირადი რუკის დახმარებით ეძებდა და მიაგნო კიდეც:

„საკმაოდ დიდხანს ვეძებდი, ამის გამო თურქეთშიც ვიყავი წასული. ონკოლოგიაზეა საუბარი. იქ არ დადასტურდა დიაგნოზი. დაახლოებით 6-7 თვის მერე საკმაოდ ცუდი დიაგნოზი დამიდასტურდა, რომელსაც დიდხანს ვეძებდი. შვება იყო დიაგნოზის დადასტურება, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ვიცხოვრებდი, მთავარი იყო, ამ ყველაფრისთვის მიეგნოთ. ჩემს ქირურგთან რომ მივედი, ვუთხარი, ამ დღეს და ამ საათზე უნდა გამიკეთოთ ოპერაცია-მეთქი. ჩემმა ქირურგმა მიპასუხა, მაშინ ლანცეტს გაგატან და შენით ქენი ყველაფერიო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g